ახალი ამბები
ქუთაისში, მასწავლებლის ჯილდო 137 პედაგოგმა მიიღო
FaceBook
ქუთაისში, პენსიაზე 137 პედაგოგი გავიდა, შესაბამისად, ფულადი ჯილდო სწორედ ამდენმა მასწავლებელმა მიიღო.

გასული წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში, ქვეყნის მასშტაბით, 8 426-მა პრაქტიკოსი მასწავლებლი გავიდა პენსიაზე. 

განათლების სამინისტრომ საპენსიო ასაკის პედაგოგებს სკოლის დატოვება და ფულადი ჯილდო  2019 წელს შესთავაზა. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებსაც სურვილი არ აქვთ გამოცდაზე გასვლით დაადასტურონ კომპეტენცია, ან ორი მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ შეძლეს, ეძლევათ პრივილეგია, სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი და შეწყვიტონ პროფესიული საქმიანობა.



"ამ ფორმით სახელმწიფო საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს, რომლებმაც შექმნეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ისტორია და აღზარდეს არაერთი თაობა, მადლიერებას გამოხატავს მათი მრავალწლიანი ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობის გამო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეფორმის შედეგად, ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრები შემოვიდნენ", - განმარტებულია განათლების სამინისტროს ოფიაციალურ გვერდზე. 

მეორე საჯარო სკოლის  პედაგოგი გულნარა დავიდოვა ერთ-ერთია იმ პედაგოგებს შორის, რომელიც შინ წავიდა და სკოლა ახლგაზრდა პედაგოგებს დაუთმო.
პენსიონერი პედაგოგი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება  გაუჭირდა, თუმცა, ეს უნდა გაეკეთებინა.    

თუ რატომ მიიღეს სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება და რა გრძნობენ შინ წასული პედაგოგები ნახეთ აქ.

Print