ახალი ამბები
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული ცენტრის მიერ ორგანიზებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

27 სექტემბერს ქართულ-გემანულ ცენტრს 20 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები  8 ოქტომბერს დაიწყო და  10 ოქტომბერს დასრულდება.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია გერმანიიდან გამოგზავნილი ნივთები, რომლებიც გერმანიაში"მქსოველ ქალთა საზოგადოების " მიერ არის გაკეთებული.

"ამ ღონისძიებას ორგანიზებას უწევს მიულერების ოჯახი, უკვე მეათე წელია ტარდება საქველმოქმედო გამოფენები, ხოლო ბოლო სამი წელია ამან მიიღო საქველმოქმედო სახე. გაყიდული ნივთების შედეგად შემოსული თანხით 250- მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარებით პროდუქტებით და სხვადასხვა საჩუქრებით "- ამბობს ქართულ-გერმანული ცენტრის ხელმძღვანელი ნანა მეგრელიშვილი.

გამოფენაზე წარმოდგენილია პლედები, ბავშვის ტანსაცმელი, ქუდები, წინდები, სათამაშოები და სხვადასხვა შალის ნივთები. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 17 საათამდე შეუძლია.

ქართულ გერმანული ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს 10 ოქტომბერს, ლადო მესხიშვილის თეატრში საიბილეო საღამო დაასრულებს.

Print