ახალი ამბები
საერთაშოერისო კონფერენცია წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook

კონფერენცია იმუშავებს 6 ძირითადი მიმართულებით




ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი და ჰუმანიტარული აზროვნება.

„წელს იმართება რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია აწსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით. მსოფლიოს 9 ქვეყნიდან არის დარეგისტრირებული მომხსენებლები. კონფერენცია არის ფართო სპექტრზე გათვლილი და ძალიან მნიშვნელოვანი“- აცხადებს წერეთლის უნივერსიტეტის ორკომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი, ირმა ყიფიანი. 

კონფერენცია იმუშავებს 6 ძირითადი მიმართულებით: ქართველოლოგია, ლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, ხელოვნება, კულტურა, ფილოსოფია, ორიენტალისტიკა, დარგის კვლევის მეთოდოლოგია და მეთოდიკა.

პროგრამის მიხედვით, კონფერენციის პლენარული და სექციური მუშაობა გაწერილია 2 დღეზე. ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ კონფერენციის ფარგლებში მოისმენენ მოხსენებებს და გაიმართება მსჯელობა ჰუმანიტარული მეცნიერების პრობლემურ საკითხებზე.

 

Print