ახალი ამბები
13 ინფიცირებული - ერთი გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 13-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ერთით.

ერთით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი. 13 მაისს ვირუსით მე-14 პაციენტი დაიღუპა. იგი ეროვნული ბანკის თანამშრომელი, 68 წლის მამაკაცი იყო. გარდაცვლილი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მამაკაცი კლინიკაში 4 აპრილს, სეფსისის ცენტრიდან გადაიყვანეს. მას თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდა.

ქვეყანაში ვირუსი 864 ადამიანს აქვს დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 703. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2795 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პაციენტი. ხუთი ადამიანის ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.


Print