ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ გაზრდილა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 14 ივნისის სტატისტიკა უცვლელია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ერთით გაიზარდა.

Stopcov.ge - ს ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსი კვლავ 851 ადამიანს აქვს დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 703. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2795 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  252 პაციენტი. უცნობია ბოლო ხუთი პაციენტის ინფიცირების წყარო, რაც მედიკოსთა თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა.

ბოლო 24 საათში ერთით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი. 13 მაისს,  ვირუსით მე-14 პაციენტი დაიღუპა. იგი ეროვნული ბანკის თანამშრომელი, 68 წლის მამაკაცი იყო. გარდაცვლილი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მამაკაცი კლინიკაში 4 აპრილს, სეფსისის ცენტრიდან გადაიყვანეს. მას თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდა.


Print