ახალი ამბები
პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა 15 ივნისს ამოქმედდება
FaceBook

დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობა დასჯადი 15 ივნისიდან გახდება.



მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი 15 ივნისს გამოქვეყნდება.

''თუ ფიზიკური პირი პირბადის გარეშე შევა დახურულ საჯარო სივრცეში, ან თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ტაქსით იმგზავრებს პირბადის გარეშე, გათვალისწინებულია 20 ლარიანი ჯარიმა. რაც შეეხება იურიდიულ პირებს და ინდმეწარმეებს, მათ უნდა გააკონტროლონ, რომ პირი დახურულ საჯარო სივრცეში არ შევიდეს პირბადის გარეშე", -  განაცხადა კანონმდებლობის ავტორმა, ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობამ უნდა განსაზღვროს კონკრეტული დაშვება იმ პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს . ასევე, უნდა განისაზღვროს როგორ შეიძლება განიმარტოს კანონი აბიტურინტების შემთხვევაში.

პარლამენტმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი გუშინ დაამტკიცა. ახალი რეგულაციის მიხედვით, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ყველა დახურულ საჯარო სივრცეში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსში. წესის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 20 ლარით, ხოლო იურიდიული - 500 ლარით დაჯარიმდება.


 

Print