ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილი ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა
FaceBook
ვანო მერაბიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა გამართა.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესიკ ბრეგაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეგობრებთან, მის ოჯახში მივიდა, თუმცა, არ უარყოფს, რომ შეხვედრაზე მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრეს.

"ეს იყო შეხვედრა თავის ოჯახთან და სამეგობროსთან. 2002 წლიდან ერთად მოდიან ეს ადამიანები. ეს უფრო იყო ჩვენი ხედვებისა და მოსაზრებების გაცვლა. რა თქმა უნდა, იყო საუბარი პარტიულ საკითხებზეც და მოახლოებულ არჩევნებზეც", - განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

ვანო მერაბიშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ჯერ შინაგან საქმეთა, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრი იყო, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ დააპატიმრეს. 6 წლისა და 9 თვის შემდეგ მან საპატიმრო 2020 წლის 20 თებერვალს დატოვა.

Print