ახალი ამბები
14 ინფიცირებული - 5 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

იმატებს ისეთი პაციენტების რიცხვიც, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია. 13 ივნისს, ქვეყნაში კოვიდ19 კიდევ 14 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი სატვირთოს მძღოლია, 2 სამედიცინო პერსონალი, 5 საკარანტინე სივრციდან არის გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი პაციენტების ინფიცირების წყარო უცნობია.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი. კოვიდ ცენტრებში სულ 136 პაციენტი მკურნალობს.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 851 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 702 პაციენტი. გარდაიცვალა 13.

Print