ახალი ამბები
ქუთაისი –ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
FaceBook
ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და ხევში გადავარდა. მძღოლი, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Print