ახალი ამბები
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გამოუყენებლობა დასჯადი გახდა
FaceBook

პარლამენტმა, პირბადის ტარების წესის დარღვევის შესახებ, კანონპროექტი დაამტკიცა.

ახალი რეგულაციის მიხედვით, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ყველა დახურულ საჯარო სივრცეში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსში.  წესის დარღვევის შემთხვევაში,  ფიზიკური პირი 20 ლარით, ხოლო იურიდიული - 500 ლარით დაჯარიმდება.

კანონპროექტის ავტორის,  ანრი ოხანაშვილის თქმით, რეგულაცია  სულ მცირე 15 ივლისამდე იმოქმედებს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების სულ 843 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა - 697, გარდაიცვალა - 13. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმატებს ისეთი პაციენტების რიცხვი, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია.



 

Print