ახალი ამბები
დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის 15 ივნისიდან იხსნება
FaceBook
საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები მუშაობას 15 ივნისიდან განახლებენ.

პანდემიისას საჭირო რეკომენდაციების გათვალისწინება ასეთი მოგზაურობისას აუცილებელია.

დაცული ტერიტორიების სააგენტო დამთვალიერებლებს შენობებში და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში) პირბადის გაკეთებას ურჩევს. ვიზიტორთა ცენტრში  ერთდროულად მხოლოდ 5 ვიზიტორი დაიშვება. მათ შორის  დისტანცია უნდა იყოს 2 მეტრი. სააგენტო ვიზიტორებს ურჩევს თანხა უკონტაქტო გზით (ბარათით) გადაიხადონ ან ბილეთები დისტანციურად შეიძინონ.


დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტისას ზოგადი რეკომენდაციებია:


▪თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეხვიდეთ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
▪ მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცემინება და ხველა;
▪ ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
▪ მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხებას;
▪ ხველისა და ცემინებისას, პირზე და ცხვირზე, აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
▪გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ სანაგვე ყუთში და მაშინვე დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ საპნით.
Print