ახალი ამბები
ქუთაისის მერია რგფ-დან 800 000 ლარს მიიღებს
FaceBook
რეგიონალური განვითარების ფონდი, ქუთაისში 800 000 ლარის ღირებულების პროექტებს დააფინანსებს.

მერიამ პროექტების ჩამონათვალი ფონდში უკვე გააგზავნა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის, მირზა ხიდაშელის თქმით, თანხა გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს მოხმარდება.

"საუბარია ხუთ ქუჩაზე, სადაც მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ესენია: რუსაძის, ასათიანის, გამსახურდიას, ნინოშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩები. ჯამში, 800 000 ლარის ღირებულების სამუშაოებია", - ამბობს მირზა ხიდაშელი.

2020 წელს ქუთაისის მერიამ, რგფ-დან ჯამში 11 მილიონი ლარი უკვე მიიღო.

Print
თეგები: #რგფ #ფონდი