ახალი ამბები
ქუთაისში 8000 აბონენტს წყლის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
12 ივნისს, ქუთაისი აბონენტების დიდ ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" იმერეთის სერვისცენტრის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის, მალხაზ გუნიავას თქმით, შეფერხება კახიანოურის უბანში ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

"მიმდინარეობს გადართვითი სამუშაოები, რაც მოიცავს დაახლოებით 400–500 მეტრიან მონაკვეთს, რის გამოც, 12 ივნისს მოსახლეობის ნაწილს წყალი გაეთიშება", – ამბობს მალხაზ გუნიავა.

აბონენტებს წყლის მიწოდება 12 ივნისს, საღამოს 10 საათიდან აღუდგებათ.
Print