ახალი ამბები
ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთი თვით მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook
ჭავჭავაძის ქუჩის ორკილომეტრიანი მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები იწყება. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ბაქარ ჭეიშვილის ინფორმაციით, ქუჩაზე დაზიანებული საფარის აღება და ახლის დაგება მოხდება. საუბარია ე.წ. გზაგამტარი ხიდიდან მეექვსე ატეესამდე მონაკვეთზე. სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტს 800 000 ლარი მოხმარდება.

სამუშაოების გამო, 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, 22:00-დან 07:30 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

Print