ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა მკითხველისთვის იხსნება
FaceBook
"font-size: medium;">სამთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ქუთაისის ილია ჭავაჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას 15 ივნისიდან განაახლებს.

ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია მკითველებს შესაბამისი რეგულაციების დაცვით მიიღეებს.  სამკითხველო დარბაზებში მაგიდები დისტანციის დაცვით იქნება განთავსებული.

" წიგნები ინფექციის გადამტანია და ამიტომ, კიდევ უფრო მკაცრი რეკომენდაციები გვექნება. ველოდებით რეგულაციებს, როგორც შესაბამისი უწყებებისგან, ასევე,  პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისგან'',- განმარტავენ  ბიბლიოთეკაში.

საჯარო ბიბლიოთეკამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით მუშაობა 9 მარტს შეაჩერა.
Print
თეგები: #ბიბლიოთეკა