ახალი ამბები
ხუთი სარკინიგზო მიმართულება, რომელიც 15 ივნისიდან აღდგება
FaceBook
15 ივნისიდან "ქუთაისის რკინიგზა" მუშაობას განაახლებს. ორშაბათიდან მატარებელი, ჯერჯერობით, მხოლოდ ხუთი მიმართულებით იმოძრავებს. ესენია:

თბილისი - ბათუმი - თბილისი
თბილისი - ქუთაისი - თბილისი
თბილისი - ოზურგეთი - თბილისი
თბილისი - ზუგდიდი - თბილისი
თბილისი - ფოთი - თბილისი

როგორც"საქართველოს რკინიგზაში" ქუთაისიპოსტს განუცხადეს, ე.წ. საგარეუბნო რეისების აღდგენის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

"ჯერ მხოლოდ ეს ხუთი მიმართულება იქნება. რაც შეეხება სხვა რეისებს, როგორც კი გვეცოდინება კონკრეტული თარიღი, გამოვაქვეყნებთ",- აცხადებენ "საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, მატარებლით მგზვარობის ტარიფები უცვლელია.


კორონავირუსის გამო, საქართველოში მატარებლით მგზავრობა 31 მარტს აიკრძალა.



Print
თეგები: #მატარებელი