ახალი ამბები
„ერთჯერადი დახმარების მიღებაზე განაცხადი 90 000-მდე ადამიანმა გააკეთა“ - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
FaceBook
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ერთჯერადი, 300 ლარიანი დახმარების მიღებაზე განაცხადი 90 000-მდე ადამიანმა შეავსო.
მათი ნაწილი დაკმაყოფილდა, ნაწილი კი განხილვის პროცესშია. რაც შეეხება 1200 ლარიან დახმარებას, კაკაურიძის თქმით, ბაზების მიხედვით, აპრილის თვეში ხელფასი, დაახლოებით, 170 000 ადამიანმა ვერ მიიღო, თუმცა, კომპანიებმა ინფორმაცია მხოლოდ 95 000 ადამიანზე წარმოადგინეს.

"ერთჯერადი დახმარების მიღებაზე განაცხადი, დაახლოებით, 90 000-მა ადამიანმა გააკეთა, რომელთა ნაწილი განხილვის პროცესშია. ყოველდღიურად, დაახლოებით, 3-4 ათასი განაცხადი შემოდის. პროცესი მიმდინარეობს, ერთი თვეა კიდევ დარჩენილი და ეს მოუცულობა, რაც ამ მიმართულებით არის გამოყოფილი- 75 მილიონი ლარი, ვფიქრობ, საკმარისი იქნება. რაც შეეხება 1200-ლარიან დახმარებას, რაც ჩვენი ბაზიდან ჩანდა, დაახლოებით, 170 000 ადამიანი იყო, ვისაც აპრილში ხელფასი არ მიუღია და კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა, კომპანიებმა ამის შესახებ ინფორმაცია ნახევრად წარმოადგინეს, დაახლოებით, 95 000 ადამიანზე. ვფიქრობ, ის მონაცემი რაც გვაქვს, მაისში მინიმუმ გაორმაგდება. ივნისის მონაცემები კი დაგვანახებს რამდენი ადამიანი საჭიროებს ამ კომპენსაციის მიღებას", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

1904-მა ოჯახმა ვერ მიიღო
მთავრობის კომპენსაცია ქუთაისში. სოციალური მომსახურების სააგენტოში ქუთაისიპოსტს უთხრეს, რომ პროგრამაში მხოლოდ 1 766 ოჯახი მოხვდა. სააგენტოს იმერეთის ცენტრის უფროსი, ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ თანხა იმ ოჯახებმა მიიღეს, ვინც შესაბამისი კრიტერიუმები დააკმაყოფილა.

Print