ახალი ამბები
მორიგი საკადრო ცვლილება ქუთაისის მერიაში
FaceBook
ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება.
ამჯერად,  პოსტი,   მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსმა გია ჩიჯავაძემ დატოვა. ჩიჯავაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება. მას ტელეფონი გამორთული აქვს. ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სამსახურის უფროსმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გია ჩიჯავაძე   პოსტზე 2015 წელს დაინიშნა.  იგი მესამე თანამდებობის პირია, ვინც  ბოლო ერთ თვეში ქუთაისის მერია დატოვა. პოსტებზე უარი,  ასევე თქვეს, ადმინისტრაციული და აუდიტის სამსახურის უფროსებმა.  

 


 

Print