ახალი ამბები
ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია
FaceBook

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები  6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.


25 ივლისს გაიმართება საგრანტო კონკურსი, ხოლო სამაგისტრო გამოცდები პირველი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

კორონავირუსის გამო, საგამოცდო პერიოდი შეცვლილ გარემოში და ახალი წესებით ჩატარდება. წელს,  თითოეულ სექტორში  10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით, მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. საგამოცდო ცენტრებში ყველა გამოსაცდელს შესთავაზებენ პირბადეს. აბიტურიენტმა კალამი თავად უნდა მიიტანონ, ხოლო სხვა სახის ნივთების შეტანა შეზღუდული იქნება. გამოცდის დროს არ იმუშავეს კონდენციონერი, თუმცა, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ოთახების გაგრილება გამოცდის დაწყებამდე მოხდება. საგამოცდო პერიოდში კი სექტორები ღია ფანჯრების საშუალებით განიავდება.







 

 

Print