ახალი ამბები
„პენსიის წლიდან წლამდე ზრდას კანონი დაარეგულირებს“ - ფინანსთა მინისტრი
FaceBook
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანი თქმით, პენსიის ზრდა მთავრობის დისკრეციული უფლება აღარ იქნება და წლიდან წლამდე ამ საკითხს კანონი დაარეგულირებს.

"პენსიის ზრდა აღარ იქნება მთავრობის დისკრეცია, თუ როგორ უნდა მოხდეს პენსიის ზრდა წლიდან წლამდე. ეს იქნება კანონში გაწერილი. ჩვენ შემოვიტანეთ პენსიების ინდექსაციის კანონი, რომლის არსიც არის შემდეგში, რომ ყოველ წელს პენსიის ზრდა მოხდეს შემდეგი პარამეტრით- 70 წლამდე პენსიონერებს პენსია გაეზარდოთ ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო, 70 წელს გადაცილებულებზე, გაიზარდოს ინფლაციით, პლიუს ეკონომიკური ზრდის 80%-ით, თუმცა, 70 წლმდე ასაკის პენსიონერისთვის მინიმუმ თანხა უნდა იყოს 20 ლარი, ხოლო მეორე კატეგორიისთვის 65 ლარი. ამ წლის ბიუჯეტში ჩადებული იყო, რომ 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის გაიზრდებოდა 30 ლარით პენსია. ეს პირობა შენარჩუნდა და პენსიის ზრდა მოხდება პირველი ივლისიდან. ",-განაცხადა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა კოვიდ ფონდში მოზიდულ თანხებზეც და განაცხადა, რომ თანხის მიზნობრიობა არ შეიცვლება და ის მხოლოდ კოვიდთან ბრძოლის ღონისძიებებს მოხმარდება.

Print