ახალი ამბები
ქუთაისის მერია - "წვიმის შედეგად რეაბილიტირებულმა გზამ ჩაიწია"
FaceBook
ქუთაისში დავით და კონსტანტინეს, ასევე ყაზბეგის ქუჩებზე ძლიერმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა ახლად რეაბილიტირებულ გზას.

აღნიშნულ ინფრმაციას ქუთაისის მერიაში ავრცელებენ.

"წვიმის შედეგად გზამ ჩაიწია, თუმცა მოძრაობის კუთხით შეფერხება არ ყოფილა. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა, მაგრამ ჯერ სამუშაოები ჩაბარებული არ არის, შესაბამისად კომპანიამ ხარვეზები უნდა გამოასწოროს," - ნათქვამია ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მერიაში აცხადებენ, შემსრულებელ ფირმას მოუწევს დაზიანებული გზის დროულად და ხარისხიანად აღდგენა.

"ქუთაისში ინტენსიურად მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია, სამუშაოების დროულად დასრულების გარდა ქუთაისის მერია ხარისხსაც მკაცრად აკონტროლებს," - აცხადებენ ქალაქის მერიაში.

სამუშაოების განსახორციელებლად ქუთაისის მერიამ ელექტრონული ტენდერი (SPA150002767) მიმდინარე წლის 28 თებერვალს გამოაცხადა. შესყიდვის თავდაპირველი ღირებულება 542 284 ლარს შეადგენდა. გამარჯვებულმა კომპანია "გზა 21"- მა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება ქუთაისის მერიას 533 112 ლარად შესთავაზა. თუმცა, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში (60 კალენდარული დღე) სამუშაოების შესრულება ვერ შეძლო.


Print