ახალი ამბები
''გადაწყვეტილი არაფერია'' - ქუთაისის აეროპორტი 19 მიმართულებით ფრენების აკრძალვაზე
FaceBook

უთაისის აეროპორტში, უნგრული კომპანია "ვიზეარის" მიერ 19 მიმართულებით ფრენის შეწყვეტაზე ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.


აეროპორტის პრესსამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ.

'ქუთაისში ფრენების შეწყვეტაზე ჯერ არაფერი ვიცით. ყველაფერი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. ამ დრომდე მიმდინარეობს მუშაობა. პირველად ფრენები  ე.წ მწვანე ზონის ქვეყნებთან დიწყება'',- განმარტავენ პრესსამსახურში.

არსებული ინფორმაციით, '' ვიზეარი'' ქუთაისიდან 19 მიმართულებით ფრენებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით აუქმებს. გაუქმებულ რეისებს შორის იქნება ნიცა, სტოკჰოლმი, ვენეცია, ნეაპოლი, კიოლნი, ბარსელონა, ბარი, პარიზი ბრიუსელი და სხვა ევროპული ქალაქები.

ქუთასიპოსტი ცდილობს დაუკავშირდეს '' ვიზეარის'' წარმომადგენელს.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტში რეისები 2020 წლის  4 მარტს აკრძალა.

 

Print