ახალი ამბები
6 ინფიცირებული -12 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში, 9 ივნისს კორონავირუსისგან 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დაინფიცირდა 6.
სულ ქვეყანაში კოვიდ 19-ის 812 შემთხვევაა დაფიქისრებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 686 პაციენტი,  გარდაიცვალა - 13. კარანტინის რეჟიმშია 2915, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 249 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა. 8 ივნისიდან მუშაობა განაახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა. გაიხსნა სასტუმროები, ასევე, დახურული ტიპის რესტორნები და კაფე ბარები. 15 ივნისიდან აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა.

Print