ახალი ამბები
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე შტელინი გახდა
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ახალი მწვრთნელი უკრაინელი ალექსანდრე შტელინი იქნება.

62 წლის მწვრთნელთან გუნდის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის თანმდებობა გიორგი დარასელიამ დატოვა.

ალექსანდრ შტელინმა "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 12 წლის წინათაც გახლდათ.
მისი ხელმძღვანელობით ქუთაისურმა კლუბმა უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხ მატჩი, XIV ეროვნული ჩემპიონატის 22 ტური და 6-გუნდიანი საჩემპიონო პლეი-ოფის 7 ტური ითამაშა. შტელინმა "ტორპედო", შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, 2003 წლის მაისის შუა რიცხვებში დატოვა.

ალექსანდრ შტელინის საფეხბურთო კარიერა მთავარი მწვრთნელის რანგში ტუნისურ "მონასტირში" (1991-1992) დაიწყო. შემდეგ იყო: ტუნისური "ეტუალ დიუ საჰელი" (1992), მოლდოვური "ტილიგული" (1995-1996), კიევის ცსკა (1997-1998), ზაპოროჟიეს "მეტალურგი" (1998-1999), ქუთაისის "ტორპედო" (2002-2003) და ბელგიის მე-3 დივიზიონის კლუბები - "მონტენიე" (2004-2005), "ბას-ოჰა" (2005-2008), "სერეზიენი" (2008-2009), "სინე" (2011-2012).

იგი ფიზმომზადების საკმაოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტია (1991 წლამდე, ამ სფეროში კიევის "დინამოს" ცნობილი თავკაცის ვალერი ლობანოვსკის თანაშემწე იყო), მუშაობდა სელექციონერად ლიეჟის "სტანდარდში", ბოლოს კი ზაპოროჟიეს "მეტალურგის" მთავარი სელექციონერი გახლდათ.

ალექსანდრე შტელინს ქუთაისის "ტორპედოში" ამ დღეებში ელოდებიან.
Print