ახალი ამბები
პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ჯარიმის ამოქმედებას, მთავრობა ამ კვირიდან გეგმავს
FaceBook
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ კანონპროექტი, ბიუროს უკვე გადაეგზავნა.
მთავრობა კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით გეგმავს. პარლამენტმა კანონი, შესაძლოა, ამ კვირაშივე მიიღოს.
კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული წესის დარღვევისთვის დაჯარიმდება, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირი. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარით განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირი, რომელიც მის ორგანიზაციაში მყოფი პირების მიერ პირბადის ტარების წესის დაცვას ვერ უზრუნველყოფს, 500 ლარით დაჯარიმდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 810 ადამიანია დაინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 683, გარდაიცვალა 13.

Print