ახალი ამბები
რა ხანგრძლივობის უნდა იყოს დისტანციური გაკვეთილები
FaceBook
ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მოსწვალეებისთვის დისტანციური სწავლების ხანგრძლივობის მაქსიმალური დრო განისაზღვრა.
ონლაინ რეჟიმში გაკვეთილების მიმდინარეობის დრო ასაკობრივ ჯგუფზეა დამოკიდებული.

პირველ-მესამე კლასში მაქსიმალური დრო არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს,  მეოთხე-მეხუთე კლასების შემთხვევაში, ასევე, განსაზღვრულია ერთი საათი, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასებში  1,5 საათი, ხოლო,  მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასები  2 საათი.

რაც შეეხება თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობას, ეროვნული სასწავლო გეგმა ამასაც არეგულირებს.  კონკრეტულად, I-IV კლასებში – 20 წუთი;  V-IX კლასებში – 30 წუთი;  X-XII კლასებში  – 40 წუთი. გარდა ამისა, დღეში სამ გაკვეთილზე მეტი არ უნდა ჩატარდეს.

კორონავირუსის გამო, საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა. 16 მარტს კი სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდა. 30 მარტიდან საქართველოს პირველი არხზე "ტელესკოლა" დაიწყო, სადაც, როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე, აბიტურიენტებს სასწავლო პროგრამის მიხედვით ჩატარებული გაკვეთილების მოსმენა შეუძლიათ.


Print