ახალი ამბები
რა შეზღუდვები იხსნება 8 ივნისიდან
FaceBook
8 ივნისიდან შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი იხსნება.

ხვალიდან მუშაობას განაახლებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, რესტორნები, კაფე-ბარები, სასტუმროები და ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა როგორც მგზავრებისთვის, ასევე მძღოლისთვის, მხოლოდ პირბადით იქნება ნებადართული. იგივე წესი იმქმედებს სხვა საჯარო დახრულ სივრცეში გადაადგილებისას, მათ შორის,  კაფე-ბარებში, რესტორნებსა და სასტუმროებში. პირბადის ტარების წესის დარღვევაზე მთავრობამ კანონპროექტი უკვე შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ამ წესის დამრღვევი ფიზიკური პირი 50 ლარით, ხოლო იურიდიული 500 ლარით დაჯარიმდება.

8 ივნისის შემდეგ ძალაში რჩება შეზღუდვა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლაზე. ასევე, შიდა ტურიზმზე.

საქართველოში, კორონავირუსი გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 26 თებერვალს გამოცხადდა და 22 მაისს დასრულდა, თუმცა, შეზღუდვების ნაწილი ამ დრომდე მოქმედებს. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 809  შემთხვევაა დფიქისრებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა - 674, გარდაიცვალა - 13. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 161 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285.

ამავე თემაზე:

მომატებული ფასები და შემცირებული პერსონალი-როგორ იმოქმედებს შეზღუდვები რესტორნებზე
Print