ახალი ამბები
ქუთაისის შემოვლითი გზის ახალ მონაკვეთზე ტრანსპორტი ივლისიდან იმოძრავებს
FaceBook
ქუთაისის შემოვლითი გზის 19კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ივლისიდან იქნება შესაძლებელი.
გზის მეორე 56კმ-იან მონაკვეთზე კი მოძრაობა 2020 წლის ბოლოს აღდგება. სამუშაოებს კომპანია "ბლექ სი გრუპი" ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, ქუთაისის შემოვლით გზაზე სულ ახალი 41.3 კმ-იანი 2-ზოლიანი მონაკვეთი და 12 ხიდი შენდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის საფარის მოწყობა, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა, მონტაჟდება საგზაო ნიშნები და გარე განათება. უკვე შესრულებულია სამუშაოების 63%, რაც 116.5 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტია და ის სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.


Print