ახალი ამბები
„მესმის, რომ რაღაც ხარჯები გექნებათ“- პრემიერი იმერეთის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს
FaceBook
გიორგი გახარიამ ქუთაისში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტურისტული სეზონის ამუშავებასთან ერთად, სექტორში დასაქმებულებისთვის ხარჯების მოსალოდნელ გაზრდაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს გამოწვეული იქნება იმით, რომ საქართველოში მაღალი ბიუჯეტის მქონე ტურისტები ჩამოვლენ, რომლებსაც ტურიზმის სექტორმა ადეკვატური სერვისით უნდა უპასუხოს, რაც მათ ხარჯებს გაზრდის.

"მესმის, რომ რაღაც ხარჯები გექნებათ, მაგრამ უნდა ხვდებოდეთ, რომ დღეს ჩამოსული ტურისტული, სულ სხვანაირი ტურისტია, რომელიც მეტი გადახდის უნარიანი და არა "რუგზაკჩამოკიდებული" ტურისტი, რომელიც ავტოსტოპით მთელ მსოფლიოს მოივლის. აქ უფრო სხვა სეგმენტის ხალხი მოვა და სხვა მოთხოვნები ექნებათ.  ეს მეტ შესაძლებლობას მოგცემთ თქვენ, რომ გქონდეთ მეტი შემოსავალი, მაგრამ  მოითოხვს იმასაც, რომ გქონდეთ მაღალი სერვისი და რაც შეიძლება უსაფრთხო",-განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს იმერეთში სასტუმროების შემოწმება, რომლებიც მუშაობის განახლებას მხოლოდ კოონოავირუსის გამო დაწესებული სტანდარტების შესრულების შემდეგ შეძლებენ. 

გიორგი გახარიამ ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა და ქუთაისის შემოვლითი გზა დაათვალიერა.

Print