ახალი ამბები
თემურ ცამციშვილი - საზოგადოებაში არსებობს ახალი პოლიტიკური ძალის არსებობის მოთხოვნა
FaceBook
პარტიის მიზნები არის 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება



ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ყოფილი მენეჯერი თემურ ცამციშვილი, ზურაბ ჯაფარიძის პარტია "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ განმარტებადს აკეთებს.

როგორც ის ამბობს, საზოგადოების მხრიდან არსებობს მოთხოვნა, ახალი პოლიტიკური სივრცე შეიქმნას.

"საზოგადოებაში არსებობს ახალი პოლიტიკური ძალის არსებობის მოთხოვნა. რა თქმა უნდა, პარტიის მიზნები არის 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება," - განმარტავს თემურ ცამციშვილი.

მისივე თქმით, პარტიის პრიორიტეტი იქნება ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაცია, პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენა, სადაც აუცილებლად ჩართავენ ახალგაზრდებს. 

ცამციშვილი პარტიის მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ასახელებს.

"თუ ქვეყანაში არ იქნა წლიური 15 პროცენტიანი ზრდა ეკონომიკის, ჩვენ 120 წელი მოვუნდებით ვიყოთ ისეთი დონის ქვეყნები, როგორიცაა ბულგარეთი, პოლონეთი და საშუალო ევროპული დონის ქვეყნები," - განმარტავს ცამციშვილი.

პარტია "ახალ პოლიტიკურ ცენტრში" გაწევრიანებამდე თემურ ცამციშვილი ჯერ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახლდათ, რომელსაც ორი წლის წინ გაემიჯნა. შემდეგ ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ამ თამამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში ადგილი ქონდა ცამციშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავებს. ხოლო შემდგომ მას ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერის თანამდებობა ეკავა.


ამავე თემაზე:

თემურ ცამციშვილი პოლიტიკაში მიდის
Print