ახალი ამბები
„ყველაზე ლოგიკური პარლამენტის შენობის გატენდერებაა“- გიორგი გახარია
FaceBook

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ,  ქუთაისში პარლამენტის შენობის ფუნქციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი მისი ტენდერზე გატანაა.

„ჩვენ ვეცდებით და გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯს, რომ  ვუპოვოთ ამ შენობას ფუნქცია, თუკი,  გამოვლინდება რაიმე სახის კომერციული ინტერესი.  პანდემიამდე იყო რამდენიმე შემოთავაზება, საკმაოდ ეფექტური“, - აღნიშნა გახარიამ.

 

გახარიას  თქმით,  პარლამენტის ყოფილ შენობაში საპოლიციო ჰაბის განთავსების საკითხი  კვლავაც განიხილება.

„ეს პროექტი უკვე არსებობს, მაგრამ ამას  დაფინანსება სჭირდება,  რომლის განხორციელებაში ნაწილობრივ გვეხმარებოდნენ, ნაწილობრივ, ეს რესურესები მოსაძებნია... საოპოლიციო ჰაბიც განიხილება, მაგრამ პირველი ნაბიჯი,  ყველაზე ლოგიკური რაც იქნება, ამ შენობის გატენდერებაა", -აღნიშნა გახარიამ.


გიორგი გახარიამ ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა და ქუთაისის შემოვლითი გზა დაათვალიერა. პრემიერი იმერეთის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებსაც შეხვდა.



Print