ახალი ამბები
„ფაქტია, რომ ქართველები წელს დასასვენებლად საზღვაგარეთ ვერ წავლენ“-გიორგი გახარია
FaceBook
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქუთაისში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება.
პრემიერმა შეხვედრაზე ავიამიმოსვლის აღგენასა და ტურიზმის სფეროს ამუშავებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო ავიამიმოსვლას განაახლებს, ისარაელი იქნება, თუმცა, პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმი უნდა ამუშავდეს.

"ფაქტია, რომ ქართველები წელს დასასვენებლად საზღვაგარეთ ვერ წავლენ. ბოლო რამდენიმე წელია ძალიან შეუყვრადათ იქ სიარული და არა ვიტყვი აქ ხლა სად, ვინმეს რომ არ ვაწყენინო. ამიტომ, პირველი რაც უნდ გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული დახარჯონ აქ. ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ უცხოელი ტურისტები მივიღოთ",-განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, პროცესი რთული იქნება, თუმცა, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ეფექტურად გახსნის ტურიზმს.

გიორგი გახარიამ ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა და ქუთაისის შემოვლითი გზა დაათვალიერა. პრემიერთან ერთად, ქალაქში ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და "აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი თამარ არჩუაძე იმყოფებიან.

Print