ახალი ამბები
პრემიერი ქუთაისში იმყოფება
FaceBook
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქუთაისში იმყოფება.
პრემიერი დავით აღმაშენებელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან, თამარ არჩუაძესთან ერთად ათვალიერებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ტერმინალის გაფართოების შემდეგ, ერთდროულად 1 200 მგზავრის მომსახურებას შეძლებს, რაც ოთხჯერ აღემატება აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობას. უკვე მოეწყო და გამწვანდა აეროპორტის ტერასა, დასრულდა გადახურვისა და გარე ფასადის მოწყობის სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს საბარგო სისტემის მონტაჟი. უახლოეს პერიოდში კი ახალი ტერმინალის შიდა რემონტი დაიწყება.

სამუშაოებზე 92 მილიონი ლარი დაიხარჯა. ტერმინალი სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიხსნება. ძველი და ახალი ტერმინალების გაერთიანება კი 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
Print