ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილს საჩხერეში ეპატიჟებიან
FaceBook
ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრებს საფრანგეთიდანაც ელოდებიან.

საჩხერის გამგეობის წარმომადგენლები ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საჩხერეში 31 ოქტომბერს ეპატიჟებიან.

საჩხერეში 31 ოქტომბერს აკაკიობა აღინიშნება.

2015 წელი იუნესკომ აკაკი წერეთლის საიუბილეო თარიღად გამოაცხადა. დიდი პოეტის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავი  აღინიშნება.  ამასთან დაკავშირებით საჩხერის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი ღონისძიებებია დაგეგემილი, სადაც ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრებს საფრანგეთიდანაც ელოდებიან.

"ივანიშვილსაც გავუგზავნით მოსაწვევს", - ამბობს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მალხაზ ბიწაძე.

საჩხერეში 31 ოქტომებრს დაგეგემილი ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარია განსაზღვრული. კონკრეტუალდ რა იგეგმება საჩხერეში, ნახეთ ვიდეო სიუჟეტი მალე "ქუთაისიპოსტზე".

Print