ახალი ამბები
„ვიწყებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას რეგიონებში“–ნიკა მელია
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს, თბილისში კი რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსს თმობს.
ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ კანდიდატურას მხოლოდ ისანსა და სამგორში წარადგენს. პარტია საერთო კანდიდატის შერჩევისთვის მზაობას გამოთქვამს რეგიონებშიც. მელიამ ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიების კრიტიკასაც უპასუხა.

"ვიწყებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას რეგიონებში და ამით დავხუროთ ეს უსაგნო პოლემიკა ოპოზიციურ პარტიებს შორის. ასევე, განვიხილავთ ჩვენს კონკურენტ პარტიებთან თანამშრომლობას, იმ შემთხვევაში თუ დავარწმუნებთ საზოგადოებას, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ერთიანი კანდიდატი იქნება ძლიერი. ამ შემთხვევაშიც მზად ვართ რეგიონებშიც გამოვიჩინოთ ეროვნული ინტერესი. "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან თმობს ექვსს. ამით, ჩვენ ვდემონსტრირებთ იმას, რომ ჩვენი პარტია არ გამოდის ვიწრო პარტიული ინტერესებიდან",–განაცხადა ნიკა მელიამ.

ეყოლება თუ არა ოპოზიციას ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში, ეს მაშინ გაირკვევა, როცა პარტიების მიერ კანდიდატურების დასახელების დრო მოვა.
Print