ახალი ამბები
“ამოღებულია რეგისტრირებული იარაღი”- ბიზნესმენის ადვოკატი ქუთაისის ცენტრში მომხდარ სროლაზე
FaceBook
ქუთაისში, საფიჩხიის ცენტრში მეეზოვესა და ბიზნესმენს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, რასაც სროლა მოჰყვა,  შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა, უწყებაში ჯერ ვერ აზუსტებენ რა მუხლით აღიძრება საქმე.
ბიზნესმენ გელა თოფურიას ადვოკატი ლედი ტუკვაძე,  ქუთაისიპოსტთან საუბარში არ უარყოფს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი აქვს, თუმცა, ამბობს, რომ იარაღი რეგისტრირებულია. რაც შეეხება იმას, მოხდა თუ არა გასროლა, ადვოკატი  ამაზე დაზუსტებით არ საუბრობს.
"ჩატარდა ჩხრეკა და ამოიღეს იარაღი, რომელიც რეგისტრირებული აქვს თოფურიას. რაც  შეეხება გასროლას, ჯერ ვერაფერს გეტყვით, ახლა ვეცნობი საქმეს",-ამბობს ლედი ტუკვაძე.

26 მაისის ქუჩაზე მეეზოვესა და ბიზნესმენს შორის დაპირისპირება 3 ივნისს მოხდა.  არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა, ეზოში ავტომანქანით გავლის დროს, მეეზოვის ცოცხს გადაუარა, რასაც შეკამათება  მოჰყვა. დაპირისპირება მოგვიანებითაც გაგრძელდა და ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რა დროსაც ბიზნესმენმა ჰაერში გაისროლა. შემთხვევის  შედეგად არავინ დაშავებულა.
Print
თეგები: #სროლა #შსს