ახალი ამბები
"დაახლოებით, 15 ლარი გახდება მგზავრობა"-რას ამბობენ ქუთაისის ავტოსადგურებში
FaceBook

8 ივნისიდან,  საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან ერთად, შესაძლოა, მგზავრობის ღირებულებამაც მოიმატოს.

ქუთაისში ერთ-ერთი კერძო ავტოსადგურის მფლობელი, დავით კოსტავა ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ ჯერჯერობით, მთავრობისგან კონკრეტული ინსტრუქცია არ მიუღიათ, თუმცა, უკვე ვარაუდობს, რომ ტარიფი საგრძნობლად მოიმატებს.

''ფასმა შეიძლება მოიმატოს, დაახლოებით,  15 ლარი გახდება მგზავრობა ქუთაისიდან თბილისში''-, ამბობს დავით კოსტავა.

ფასისი მატებას პროგნოზირებს  ავტოსადგურ "ოკრიბას" მეპატრონეც. ნუგზარ თაგვაძის თქმით, სატრანსპორტო კომპანიები ჯერ კიდევ რეგულაციების მოლოდინში არიან.

''მე რა თქმა უნდა არ მსურს, რომ ფასმა მოიმატოს, მაგრამ ვფიქრობ, გაიზრდება. ვნახოთ, როგორც გვეტყვიან ისე იქნება. ბოლოს 12 ლარი ღირსდა ქუთაისი-თბილისი, ველოდებით ახალ რეგულაციებს'',- განმარტავს ნუგზარ თაგვაძე.

კორონავირუსის გამო, ქვეყნის მასშტაბით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა 28 მარტს აიკრძალა.


 

Print