ახალი ამბები
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა იწყება
FaceBook
4 ივნისს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების საყოველთაო-საჯარო განხილვა იწყება.
კორონავირუსის გამო, განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება. მოქალაქეებს, პროცესის პირდაპირ ეთერში თვალის დევნების გარდა, შესაძლებლობა ექნებათ, ინტერნეტის საშუალებით, საკონსტიტუციო კომიისის წევრებს შეკითხვები დაუსვან. პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლები უზრუნველყოფენ. პირველი შეხვედრა 4 ივნისს, 19:00 საათზე პირველი არხის ეთერში შედგება, ხოლო მეორე - 13 ივნისს 21:00 საათზე აჭარის ტელევიზიის საშუალებით.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტში 85-მა დეპუტატმა წარდგინა, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების შერეული სისტემით 120/30-ზე ჩატარებას ითვალისწინებს, რაშიც 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატი იგულისხმება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის შესაყვანად კი 1%-იანი  ბარიერის გადალახვა იქნება საკმარისი.

საერთო სახალხო განხილვები ერთი თვის განმავლობაში უნდა შედგეს. კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვა სწორედ ამ ვადებში მოხდება.

Print