ახალი ამბები
ქუთაისის რკინიგზაში მუშაობის გასაახლებლად მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან
FaceBook
8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის მიუხედავად, უცნობია როდის განაახლებს მუშაობას საქართველოს რკინიგზა.

ქუთაისში, რკინიგზის შენობა დაკეტილია, შეჩერებულია მატარებლების მიმოსვლა, სამსახურში მხოლოდ დაცვისა და დასუფთავების თანამშრომლები დადიან. რკინიგზის სადგურში ამბობენ, რომ მუშაობის გასაახლებლად მზად არიან და მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

მთავრობის რეკომენდაციებზეა დამოკიდებული "საქართველოს რკინიგზაც", სადაც ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანისთვის მზად არიან და მუშაობას მას შემდეგ განაახლებენ, რაც ამის შესახებ გადაწყვეტილებას კორონავირუსის გამო შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

29 მაისიდან საქართველოში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, გარდა მატარებლით მგზავრობისა. მიკროავტობუსებით საქალაქთაშორისო მგზავრობა კი 8 ივნისიდან განახლდება.

კორონავირუსის გამო, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 28 მარტს აიკრძალა. მატარებლით მგზავრთა გადაყვანა მთავრობამ 31 მარტს შეაჩერა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ19-ით 805 ადამიანია ინფიცირებული.



Print