ახალი ამბები
სავაჭრო ცენტრი "გვირაბი 95" გაიხსნა
FaceBook

ორდღიანი პროტესტის შემდეგ,  მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული სავაჭრო ცენტრის "გვირაბი 95"-ის მოიჯარეებმა მეპატრონესთან შეთანხმებას მიაღწიეს. შედეგად, "გვირაბი 95"-მა დღეიდან  მუშაობა განაახლა.

"ორთვიანი  წყვეტის შემდეგ დღეს დავიწყეთ მუშაობა", - ამბობს სავაჭრო ცენტრში დასაქმებული მალვინა  ცხადაძე.

"გვირაბი 95"-ის მოიჯარეებმა 2 ივნისს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან შეიკრიბნენ და ობიექტის გახსნას ითხოვდნენ. მეპატრონე კი აცხადებდა, რომ მათ იჯარის თანხა სრულად არ ჰქონდათ გადახდილი, რის გამოც სადეზინფექციო ხსნარების შესყიდვას და ობიექტის ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ, მოიჯარეებსა და სავაჭრო ცენტრის მფლობელს შორის შეთანხმება შედგა.

"გვირაბი 95"-ში 75 მოიჯარეა დასაქმებული. ისინი იჯარის თანხას დაკავებული ფართის მიხედვით, თვეში 200-დან 400 ლარამდე იხდიან. პანდემიის გამო სავაჭრო ცენტრი 20 მარტს დაიკეტა.

ამავე თემაზე:

რაზე შეთანხმდნენ მოვაჭრეები და "გვირაბი 95"-ის მეპატრონე

ხმაური "გვირაბი 95"-თან - მოვაჭრეები ობიექტის გახსნას ითხოვენ (ვიდეო)

 

Print