განათლება
წერეთლის უნივერსიტეტის 350-მა სტუდენტმა ინტერნეტის არქონის გამო გამოცდა ვერ ჩააბარა
FaceBook
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე შუალედური გამოცდები ხარვეზებით ჩატარდა.
დისტანციურ რეჟიმში მიმდინარე პროცესში ჩართვა ტექნიკური მიზეზების გამო ყველამ ვერ შეძლო. ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გამო, გამოცდა 350-მა სტუდენტმა ვერ ჩააბარა. იმის მიუხედავად, რომ სტუდენტებისთვის, ვისაც ინტერნეტთან წდომა არ ჰქონდა, უნივერსიტეტის შენობაშივე სპეციალური სივრცე გამოიყო, სადაც მათ გამოცდის ჩაბარების საშუალება ჰქონდათ, სტუდენტების  ნაწილი მაინც პროცესს მიღმა დარჩა. განსაკუთრებით ისინი, ვინც ქალაქიდან გასული იყო და დაბრუნება ვერ მოახერხა.

ნიკა ლომთაძე,  ერთ-ერთია, ვინც დაბალი სიჩქარის  ინტერნეტის გამო გამოცდის  ჩაბარება ვერ შეძლო.

''გამოცდის დროს ქალაქიდან გასული ვიყავი. იქ, სადაც ვიმყოფებოდი ინტერნეტი კარგად არ იჭერდა, რის გამოც,  ვერ მოვახერხე საგამოცდო ნაშრომის დროულად გადაგზავნა'',-ამბობს ნიკა ლომიძე.

თუმცა, უნივერსიტეტი,  ნიკას და დანარჩენ 349 სტუდენტს გამოცდის ჩასაბარებლად მეორე შანსს აძლევს.

უნივერსიტეტის პრორექტორის შალვა კირთაძის თქმით, ხარვეზების მიუხედავად, გამოცდები შედგა. პროცესს ჩამორჩენილ სტუდენტებს კი განმეორებითი შანსი მიეცემათ.

'' სტუდენტების გარკვეული ნაწილი, რეგიონიდან ჩართვას ვერ ახერხებდა, ამის გამო მასალას ვერ ტვირთავდა და ნაშრომსაც ვერ ასრულებდა, უნივერსიტეტმა ასეთ სტუდენტებს ხელმეორედ ჩაბარების შანსი მისცა'',-განაცხადა შალვა კირთაძემ.

განმეორებითი გამოცდა 4 ივნისს დაიწყება. გამოცდები  ფაკულტეტების მიხედვით განაწილდება და 14 ივნისს დასრულდება. უნივერსიტეტში დისტანციური გამოცდები 24 მაისს დაიწყო. ონლაინ რეჟიმში ჩატარდება ფინალური გამოცდაც, რომელიც 15 ივნისიდან დაიწყება.



ამავე თემაზე:

შუალედური გამოცდები ონლაინ - ცოდნის რეალური მაჩვენებელი თუ ფორმალური შეფასება
Print