ახალი ამბები
საჩხერის სამედიცინო ცენტრი, შესაძლოა, ბოლო პაციენტმაც დატოვოს
FaceBook
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ბოლო პაციენტის გასაწერად ემზადებიან.

მამაკაცს კორონავირუსზე პირველი ტესტი უკვე აუღეს და უარყოფითი პასუხი მიიღეს. განმეორებით ტესტს პაციენტს დღის ბოლოს ჩაუტარებენ. ნეგატიური პასუხის შემთხვევაში მას კლინიკიდან 4 ივნისს გაწერენ.

''სულ 8 პაციენტი გვყავდა. ეს იქნება ბოლო, რომელსაც კლინიკიდან გავწერთ, თუ რა თქმა უნდა, მისმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა", -განაცხადა საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელძღვანელმა, მიხეილ ქამუშაძემ.

3 ივნისს ერთმა პაციენტმა დატოვა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო. იგი კორონავირუსზე 39 დღის განმავლობაში მკურნალობდა. ჯამში, იმერეთში Covid19-ზე ოთხი პაციენტი მკურნალობს.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 800 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 640 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 13. კარანტინის რეჟიმში 2 424 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -304.

Print