ახალი ამბები
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში პოლიციელებთან მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირი დააკავეს
FaceBook

პოლიციამ ქუთაისის სოციალური საცხოვრისში, სამართალდამცავებსა და კორპუსის მცხოვრებლებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირი დააკავა.

დაკავებულს  პოლიციელების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით,   სამართალდამცავებმა, რომლებიც  კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, ამავე კორპუსში მცხოვრები მ.ჯ. შენიშნეს, რომელიც კომენდანტის საათს არღვევდა. პოლიციის თანამშრომლებმა იგი გააფრთხილეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა დაკავებული არ დაემორჩილა და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში ჩაერთნენ მ.ჯ.-ს ოჯახის წევრები და მეზობლები, რომელთა დახმარებით ბრალდებულმა მიმალვა მოახერხა. მომხდარი ინციდენტის შედეგად, პოლიციელებმა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. დაკავებული ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა.

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მობინადრეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 18 მაისს მოხდა. ინცინდენტში მონაწილე პირები აცხადებდნენ, რომ მათი მეზობლის დაკავების მომენტში, კომენდანტის საათი დაწყებული არ იყო. ადგილობრივები სამართალმდაცველებს აგრესიულ ქმედებაში ადანაშაულებდნენ. ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდათ კორპუსის მცხოვრებლებსაც.

მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმიდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  ბრალდებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.


ამვე თემაზე:

რას ჰყვებიან სოციალურ საცხოვრისში, სადაც პოლიცია და მობინადრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


 

Print