ახალი ამბები
ტაქსის მძღოლებისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდება
FaceBook
ტაქსის მძღოლებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, მისი თქმით, პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მძღოლები დაჯარიმდებიან.

"ტაქსებში დაცვის მექანიზმი პირბადის გამოყენების გარდა, ისიც არის, რომ მხოლოდ უკანა სავარძელზე უნდა განთავსდეს მგზავრი და ასევე, კარგია თუ ბუნებრივი ვენტილაცია მოხდება, ანუ ფანჯარა იქნება ჩაწეული. ნიღაბი, რა თქმა უნდა, აუცილებელია''-, განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სანქციის შემოღება უფრო შედეგიანი გახდება.მინისტრის მოადგილე, მოქალაქეებს ურჩევს, პირბადე ყველგან ატარონ.

საქართველოს პარლამენტი კანონპროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც მოქალაქეების მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებისა და სხვა უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს. შესაბამისი დავალება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გუშინ ბიუროს სხდომაზე გასცა. როგორც  თალაკვაძემ აღნიშნა, ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული და  უნდა ჰქონდეს მას პრევენციული ეფექტი.




Print