ახალი ამბები
ხმაური "გვირაბი 95"-თან - მოვაჭრეები ობიექტის გახსნას ითხოვენ (ვიდეო)
FaceBook
"გვირაბი 95" -ის მოვაჭრეები ობიექტის გახსნას და მუშაობის უფლებას ითხოვენ.
მათი თქმით, სავაჭრო ცენტრი ორ თვეზე მეტია დაკეტილია და შემოსავლების გარეშე არიან დარჩენილი. დღეს, მოვაჭრეები, რომლებიც ამავე დროს სავაჭრო ცენტრის მოიჯარეები არიან, ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მისი გახსნა მოითხოვეს. თუმცა, როგორც ირკვევა, მფლობელმა ობიექტზე ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების შესრულება ამ დრომდე ვერ მოახერხა, რის გამოც მუშაობის განახლების უფლება არ აქვს. ბორის ბრეგაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მოიჯარეებს მარტის თვის ქირა გადახდილი არ აქვთ, მას კი სამინისტროს რეგულაციების  შესასრულებლად თანხა სჭირდება.

"3000 ლარი უნდა იმ ყველაფერს, რაც ჩამოთვლილი აქვს სამინისტროს. როგორ გავაკეთო ეს? ფული ხომ უნდა? გადაიხადონ თანხა და მოვაწესრიგებ. სხვა შემთხვევაში არ გავხსნი, თავს ვერ დავიჯარიმებ",-ამბობს ბორის ბრეგაძე.
ბრალდებას უარყოფენ მოვაჭრეები და აცხადებენ, რომ მათ მარტის დავალიანება დაფარული აქვთ.

"გვირაბი 95"-ში 75 მოიჯარეა დასაქმებული. ისინი იჯარის თანხას დაკავებული ფართის მიხედვით, თვეში 200-დან 400 ლარამდე იხდიან.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სავაჭრო ცენტრი ორ თვეზე მეტია დაკეტილია.



.
Print