ახალი ამბები
ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში იუსტიციის სახლები 9 დან 24 საათამდე იმუშავებენ
FaceBook
სამ დიდ ქალაქში, ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში, იუსტიციის სახლები 15 საათიანი რეჟიში იმუშავებენ.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, იმ ადამიანებს, ვინც სამსახურში დადის და ვერ ასწრებს შესაბამისი სერვისით სარგებლობას, საშუალება ეძლევა მომსახურება შეუფერხებლად მიიღოს.

"ვინაიდან სამსახურები გაიხსნა და ადამიანები ჯავშნის პირობებში ვერ ასწრებენ იუსტიციის სახლში მოხვედრას, შესაძლებლობა ეძლევა ამ სერვისით ისარგებლოს სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც", -განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ცვლილებას სატესტო ხასიათი აქვს, თუმცა, თუ მოთხოვნა იქნება, შესაძლოა, არსებული რეჟიმი პანდემიის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდეს.

რაც შეეხება იუსტიციის სახლების სხვა ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს, ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე გააგრძელებენ.

სერვისის მისაღებად მოქალაქეები იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე my.gov.ge -ზე უნდა დარეგისტრირდნენ და ჯავშანი აიღონ.

Print