ახალი ამბები
"მადლიერების სახლის" ბენეფიციარებს უფასო სადილის სახლში წაღება უკვე შეუძლიათ (ვიდეო)
FaceBook
"მადლიერების სახლის" ბენეფიციარებს უფსო სასადილოებიდან საკვების წაღება  უკვე შეუძლიათ.
მათთვის ულუფების ახალი წესით  გაცემა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

"რადგან მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ხალხმრავლობას და კონტაქტს, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული", - განმარტავენ  "მადლიერების სახლში".

სასადილოებში საკვების მიმღები პირები მხოლოდ  დამცავი პირბადით დაიშვებიან, თავის მხრივ, ადმინისტრაცია დეზინფექციის პროცედურებს უზრუნველყოფს.

პანდემიის გამო,  ბენეფიციარები უფასო სადილს სახლში იღებდნენ.

ქუთაისში ორი უფასო სასადილო ფუნქციონირებს. "მადლიერების სახლის" მომსახურებით 800 ბენეფიციარი სარგებლობს.
Print