ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისში უცხოური საწარმოები დაათვალიერა
FaceBook
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში არსებული საწარმოები დაათვალიერა.
მინისტრი სამუშაო პროცესს ფრანგული კომპანია "ატლანტიკ გრუპის" გამათბობლების ქარხანასა და გერმანული "ეი ი სოლარის" მზის პანელების საწარმოში გაეცნო. ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საწარმოები მუშაობას არ აჩერებენ და გაფართოებას გეგმავენ.

"განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ის საწარმოები, რომლებიც უცხოელი ინვესტორების მიერ არის ახლახანს დაფუძნებული და გეგმავენ გაფართოებას. დღეს ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში ვესტუმრეთ ფრანგული კომპანია "ატლანტიკ გრუპის" საწარმოს, რომელიც ამზადებს საყოფაცხოვრებო გამათბობლებს. თვითონ ეს კომპანია სულ ორი წელია რაც არის საქართველოშია, თუმცა, არის ძალიან დიდი ჯგუფი და 77 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის, რომ კორონავირუსის გლობალური გამოწვევის პირობებშიც, უცხოური კომპანიები ცდილობენ გამოუშვან უფრო მეტი საექსპორტო ნაწარმი და დაასაქმონ მეტი ადამიანი, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა მათ მიმართ ყოველთვის იქნება ძლიერი", - განაცხადა ნათია თურნავამ.

კომპანია "ატლანტიკ გრუპში" ამ ეტაპზე 150 ადამიანია დასაქმებული. გაფართოების შემდეგ კი, კომპანია კიდევ 50 ადამაინის დასაქმების პირობას დებს. 150 პირია დასაქმებული გერმანულ კომპანია "ეი ი სოლრიშიც. ქარხნების მიერ წარმოებული პროდუქციის 95% უცხოურ ბაზარზე გადის.




კომპანიები ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში ცოტა ხნის წინ დაფუძნდნენ.

Print