ახალი ამბები
რა ცვლილებებით იმოძრავებს ტრანსპორტი ქუთაისში
FaceBook
საქალაქო ტრანსპორტით გადასაადგილებლად მგზავრებსა და მძღოლებს მხოლოდ პირბადის ტარება ევალებათ.

შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" დირექტორის მოადგილე, ირაკლი ცხვედიანი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ამ დროისათვის მთავრობიდან სხვა რეკომენდაცია არ ყოფილა.

"მგზავრთა შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ რეკომენდაცია, ჯერჯერობით, არ მიგვიღია. მხოლოდ პირბადის აუცილებლობაზე იყო საუბარი. მძღოლი იქნება ვალდებული თავად გააკონტროლოს მგზავრთა მიერ პირბადის ქონა".


პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას 27 მაისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებით, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. თვის ბოლოდან მგზავრთა გადაყვანა დაშვებული იქნება როგორც ავტობუსების, ასევე მიკროავტობუსებისთვის.

ცხვედიანის თქმით, ტრანსპორტის სვლაგეზი და მგზავრობის ღირებულება არ შეიცვლება. მისივე განმარტებით, საკრებულომ უკვე მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო კომპანიებს მიმდინარე წლის პირველი მარტიდან პირველი ივნისის ჩათვლით ხაზებზე ნებართვის მოსაკრებელი გაუუმქდათ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 28 მარტს აიკრძალა.
Print