ახალი ამბები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალი საავადმყოფო აშენდება
FaceBook
სტაციონარის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა 1 600 000 ლარს შეადგენს.
დაბა ხარაგაულში ახალი სტაციონარი აშენდება. შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამშენებლო კომპანია "2004"- თან გააფორმა ხელშეკრულება. რომელმაც სტაციონარის მშენებლობა უნდა აწარმოოს ხარაგაულში. სახელმწიფოდან სტაციონარის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა 1 600 000 ლარს შეადგენს.

როგორც ხარაგაულის გამგეობაში განმარტავენ კომპანია მშენებლობას უახლოეს დღეებში დაიწყებს და მომავალი წლის ივლისში დაასრულებს.
"ხარაგაულელებს მოემსახურებათ 1500 კვადრატული ფართის მქონე, 10-15 საწოლიანი ორსართულიანი შენობა, ახალი ლაბორატორიით და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით", - აღნიშნა ხარაგაულის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა.

ამ დროისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამედიცინო ამბულატორია ფუნქციონირებს, სადაც პაციენტებს პირველად დახმარებას უწევენ. სრული სამედიცინო მომსახურების მისაღებად ხარაგაულის მცხოვრებლებს სხვა ქალაქებში უწევთ გადაადგილება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში 20 თემი და 78 სოფლი შედის.


Print